მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი რეგულაცია საბუღალტრო და აუდიტორული ფირმებისთვის - რას ითხოვს მარეგულირებელი?

ახალი რეგულაციები საბუღალტრო და აუდიტორული ფირმებისთვის - 2025 წლიდან ახალი რეგულაციები შედის ძალაში, რასაც ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის შესაბამისი ბრძანება ითვალისწინებს. ცვლილებები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარეობს. კერძოდ, ანგარიშვალდებული პირი ვალდებული იქნება სამსახურს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის წლიურ ანგარიშგება წარუდგინოს. ამ ანგარიშში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია მათ შორის კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ, კლიენტთა საქმიანობის სფეროს შესახებ, ასევე ინფორმაცია მათთან დადებული გარიგებების შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები