მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი რეგულაციები აუდიტორული კომპანიებისთვის;

აუდიტორულ კომპანიებზე ახალი რეგულაციები გავრცელდება. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, გარიგების პარტნიორი აღარ იქნება უფლებამოსილი დასაქმებული იყოს გარიგების პარტნიორად ერთზე მეტ აუდიტორულ ფირმაში. ამასთან, რიგ შემთხვევებში, ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი კომპანია ვეღარ შეძლებს იმავე სუბიექტს არააუდიტორული მომსახურება გაუწიოს. როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, ცვლილებების მიზანი ევროდირექტივებთან თანხვედრა და აუდიტის პროცესის მეტი გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები