მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი რეგულაციები აუდიტორული კომპანიებისთვის

ფინანსური ანგარიშგების წარუდგენლობისთვის საჯარიმო სანქციები მკაცრდება. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც იმ საწარმოებს, რომლებიც ზედიზედ ორი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ფინანსურ ანგარიშგებებს არ წარადგენენ, ხუთმაგი ოდენობით გაზრდილი ჯარიმა დაეკისრებათ. ამასთან, დაგეგმილი ცვლილებებით აუდიტორულ კომპანიებზე ახალი რეგულაციები გავრცელდება. მათ შორის, რიგ შემთხვევებში, ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი კომპანია ვეღარ შეძლებს იმავე სუბიექტს არააუდიტორული მომსახურებაც გაუწიოს. ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ცვლილებების მიზანი ევროდირექტივებთან თანხვედრა და აუდიტის პროცესის მეტი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები