ხვალიდან მეორეული საბურავების, ჯართის, ავტონაწილების, LPG-ისა და სხვა მასალების განთავსებასა და რეალიზაციაზე ახალი რეგულაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდება. კერძოდ, 1-ლი ოქტომბრიდან მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ასევე ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსებისა და რეალიზაციის წესის დარღვევისთვის ჯარიმები თბილისის შემდეგ უკვე მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზეც გავრცელდება. რა გავლენას მოახდენს ახალი მოთხოვნები ბიზნესზე და რას ელოდება სექტორი?






























