მორიგი რეგულაცია ლარიზაციის დაჩქარებისთვის - ეროვნულმა ბანკმა ლარში სესხების გაცემის ზედა ჭერი 200 000-დან 300 000 ლარამდე გაზარდა, რაც იმას ნიშნავს; რომ 300 000 ლარამდე სესხის აღებას ფიზიკური პირი თუ კომპანია მხოლოდ ლარში შეძლებს. გამონაკლისი ვრცელდება იმ პირებზე, ვინც შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებს, მათ სავალუტო სესხის აღების შესაძლებლობა ექნებათ. რა შედეგზეა გათვლილი ახალი რეგულაცია და იქნება თუ არა ის მტკივნეული მცირე და საშუალო ბიზნესის იმ ფენისთვის, ვინც 300 000 ლარამდე სესხს იღებს...