„ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ლარიზაციის პოლიტიკის გაგრძელებაა“- ასე აფასებს Galt &Tagart-ის ეკონომისტი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. როგორც ცნობილია, სესხების გაცემის 200,000-ლარიანი ჭერი იზრდება 300,000 ლარამდე თუ სესხს ფიზიკური თუ იურიდიული პირი ბანკში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ან სესხის გამცემ სუბიექტში აიღებს. ლაშა ქავთარაძის თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ლარიზაციაზე 1,5 პროცენტული პუნქტით დადებითი გავლენა ექნება. ის ვარაუდობს, რომ სესხების ლარიზაციის მაჩვენებელი, რომელიც დღეს 41,6%-ის ფარგლებშია, შესაძლოა მომავალ წელს 40%-ს დაუახლოვდეს, ან ჩამოსცდეს კიდეც.