მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი რეგულაციები საზღვაო სექტორში

როგორც ცნობილია, პარლამენტი „საზღვაო კოდექსში“ ცვლილებებს განიხილავს, რომელიც მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოს ყველა ნავსადგურში სამთავრობო სერვისების გაციფრულებას და ამ გზით ქაღალდზე დაფუძნებული ბიზნეს პროცესების ცვლილებას ითვალისწინებს.

ეროვნული საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის და სანავსადგურე გაერთიანების სისტემის საკანონმდებლო რეგულაციები განიხილეს ორი დღის წინ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში კერძო და საჯარო დიალოგის ფორმატში. სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი იყო აგენტების აღიარების სამართლებრივი ბაზის საუკეთესო პრაქტიკასა და გემის აგენტების პროფესიის რეგულირებაზე.

ბიზნესის ნაწილი ამბობს, რომ წარმოდგენილი რეგულაციები საზღვაო აგენტების მიმართ ფინანსურ წნეხს წარმოშობს, რაც სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესში უხეშ ჩარევად ფასდება. ამის რა არგუმენტები აქვს კერძო სექტორს და რა იცვლება მათთვის საზღვაო სერვისების გაციფრულების პირობებში?

სტუმარი: ვახტანგ ალანია - “სოფმარის” დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები