მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო მრავალპროფილური, თანამედროვე სტანდარტების კლინიკა იქნება - სამინისტრო

დდდ
22.01.24 23:16
504

ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება მრავალპროფილური, თანამედროვე სტანდარტების კლინიკა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ცვლილებების შედეგად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კლინიკა 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი.

"აქვე განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი, გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი, ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი. რესპუბლიკური საავადმყოფო შეინარჩუნებს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს, რაც კლინიკურ აქტივობებში, მომავალი მედიკოსების სრულ ინტეგრაციას გულისხმობს.

ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები