მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი "რუსული კანონი" და "ოცნების" რიტორიკა

რუსული კანონი პარლამენტში მეორედ შებრუნდა. ევროკავშირმა განცხადება გაავრცელა და საქართველოს პარლამენტში განვითარებული უახლესი მოვლენებით სერიოზული შეშფოთება გამოთქვა; ამასთან – "ქართულ ოცნებას" მოუწოდა უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტი პარლამენტიდან გაიწვიოს. ევროკავშირმა შეახსენა "ქართულ ოცნებას" მათ მიერ გასულ წელს გაცემული დაპირება, რომ ამ კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევდა და ის საკანონმდებლო ორგანოში აღარ დაბრუნდებოდა.

ამ ფონზე, განსაკუთრებით საინტერესოა ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებული განცხადება – პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ე.წ. გამჭვირვალობის კანონის ამოქმედება დონორებსაც ეფექტურად დააზღვევს უხერხულობისგან.

ირაკლი კობახიძე გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ როცა მართალი ხარ, დასამალი არაფერი გაქვს და სწორედ გაუმჭვირვალობაა არაევროპული საქციელი. პრემიერმინისტრი არასამთავრობო სექტორს მეტი ევროპული სულისკვეთების გამოჩენისკენ მოუწოდებს.

სტუმარი: ქეთევან ჩაჩავა - მსოფლიო მოძრაობა დემოკრატიისთვის, აღმასრულებელი კომიტეტის წევრი; განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი;

#საქმიანიდილა-ს ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები