საქართველოს ბანკმა მომხმარებლებისთვის ახალი საბანკო ნაკრები SUPER წარადგინა, რომელიც ყოველდღიურ გადახდებთან ერთად დამატებითი სარგებლის მიღების შესაძლებლობასაც აერთიანებს. სიახლე განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვინც Visa ბარათით ხშირად იხდის. SUPER ნაკრების ფარგლებში შექმნილი სუპერ PLUS Visa ბარათით საქართველოს ბანკის ტერმინალებზე გადახდისას ყოველ დახარჯულ ლარზე 2.1 PLUS ქულა გროვდება, სუპერმარკეტებსა და ბენზინგასამართ სადგურებზე კი ქულების დაგროვება ორმაგდება, დადგენილი ყოველთვიური ლიმიტის ფარგლებში.
რას მოიცავს ახალი შეთავაზება, რა სარგებელს იღებენ მომხმარებლები ყოველდღიური გადახდებისას და როგორ მუშაობს სუპერ PLUS Visa ბარათი?
სტუმარი: ნეკა სტეფნაძე - საქართველოს ბანკის სეგმენტის მმართველი






























