მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი საგადასახადო შეღავათები აზარტული თამაშებისთვის: წინააღმდეგობა სახელისუფლებო პოლიტიკაში?

ხელისუფლება სათამაშო ბიზნესს ახალ საგადასახადო შეღავათებს უწესებს, გადაწყვეტილება პარლამენტმა დაჩქარებული წესით უკვე მიიღო. ცვლილების მიხედვით, სამორინეები, რომლებიც საერთაშორისო აზარტულ ტურნირებს ჩაატარებენ, გარკვეული მოსაკრებლებისგან გათავისუფლდებიან, თუ მონაწილეთა 80% უცხოელი იქნება, ხოლო საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს გადააჭარბებს. გადასახადი არ დაეკისრებათ არც უცხოელ მოთამაშეებს. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება ბოლო წლებში გაცხადებულ შემზღუდავ პოლიტიკას, როდესაც აიკრძალა რეკლამა, ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე გაიზარდა და საგადასახადო წნეხიც გამკაცრდა. ამ შეზღუდვების მიუხედავად, სექტორი რეკორდულ ზრდას ინარჩუნებს, 2025 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 88 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო კომპანიების მოგებამ 1.3 მილიარდი შეადგინა.

არის თუ არა ეს ტურიზმისა და ინვესტიციების წახალისება, თუ ხელისუფლების მხრიდან არათანმიმდევრული პოლიტიკის გამოვლინება?

სტუმარი: ლევან ავალიშვილი - IDFI, პროექტები დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები