თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი სახელმწიფო კლინიკა აშენდება. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტმა იმსჯელა. სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, არსებული შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება აშენდება.