გადაწყვეტილება მიღებულია - თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებულ შენობას დაანგრევენ და მის ბაზაზე ახალი სახელმწიფო კლინიკა აშენდება. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტმა იმსჯელა. სპეციალისტების დასკვნაზე დაყრდნობით მმართველ გუნდში ამბობენ, რომ არსებული შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება. გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი. ფაქტობრივად უცვლელია ჯანდაცვის სამინისტროს შეთავაზება რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებულებისთვის , უწყების წარმომადგენლები რესპუბლიკურის თანამშრომლებს შეხვდნენ და მათი შემდგომი დასაქმების გეგმა გააცნეს. რა ბედი ელის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებულებს და რა შეთავაზება აქვს მათთვის სახელმწიფოს.