მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ახალი საკურორტო უბანი შავი ზღვის რეგიონში” - როდის დასრულდება “ლისი დეველოპმენტის” პროექტი ბუკნარში?

ბუკნარი

გასულ წელს “ლისი დეველოპმენტმა” შავი ზღვისპირეთში, ბათუმიდან 7 წუთის სავალზე, გამორჩეული კლიმატის მქონე სოფელ ბუკნარში ახალი პროექტი დააანონსა.

პროექტის მიმდინარე სტატუსზე BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში “ლისი დეველოპმენტის” ბიზნესის განვითარების დირექტორი, აკაკი ჩხიკვაძე აღნიშნავს.

“ბუკნარის პროექტი შავი ზღვის რეგიონში ახალი საკურორტო უბანი იქნება. მშენებლობის პირველი ფაზა 10-სართულიანი შენობის დასრულებას მოიცავს, რაც 2025 წლის ბოლოს იგეგმება.

ეს იქნება აპარტამენტების ტიპის სასტუმრო, რომელიც აღჭურვილი იქნება რესტორნით, აუზით, სარეკრეაციო სივრცეებით და ჩაბარდება ე.წ. Turn Key მდგომარეობაში, სრული რემონტით, ავეჯითა და აქსესუარებით”, - აღნიშნავს ჩხიკვაძე.

მისი ინფორმაციით, პროექტის სრული ტერიტორია 9 ჰექტარს მოიცავს, სადაც განაშენიანება ეტაპობრივად მოხდება. პროექტის არქიტექტურაზე კი ნიკა ჯაფარიძე იმუშავებს.

13-წლიანი ოპერირების განმავლობაში კომპანიას $70 მილიონზე მეტი აქვს ინვესტირებული, ბუკნარის პროექტისთვის კი საწყისი საინვესტიციო მოცულობა $12 მილიონია, თუმცა, აკაკი ჩხიკვაძის განმარტებით, ეს რიცხვი საბოლოო არ არის და დაკორექტირებას ექვემდებარება.

როგორც “ლისი დეველოპმენტის” წარმომადგენელი “საქმიან დილასთან” საუბრისას აღნიშნავს, ვიდრე კომპანია შავი ზღვისპირეთს აითვისებს, მიმდინარე წლის ბოლომდე ცვლილებები იგეგმება დედაქალაქშიც, “მწვანე ქალაქი ლისზე”-ს ტერიტორიაზეც.

“მწვანე ქალაქის მიმართულებით მოთხოვნა მუდამ იზრდება. 2024 წლის ბოლოსთვის ლისის ტერიტორიაზე მესამე უბნის მშენებლობას დავასრულებთ. ამ პროექტში გამორჩეული ნიკა ჯაფარიძისა და რიკარდო ბოფილის არქიტექტურა იქნება”, - აღნიშნა ჩხიკვაძემ.

“მწვანე ქალაქი ლისზე” პროექტის ახალი უბნის მშენებლობისთვის კომპანიამ $12 მილიონზე მეტი ინვესტიცია გამოყო. პროექტი გამწვანებითა და ენერგოეფექტურობით გამოირჩევა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები