მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი სანქციების გამო, ირანული ვალუტა რეკორდულად გაუფასურდა

რიალი

ირანის ეროვნული ვალუტა, რიალი აშშ დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა და არაფორმალურ ბაზარზე $1-ის ღირებულებამ 2 მილიონ რიალს გადააჭარბა.

ვალუტის მკვეთრი გაუფასურება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ თეირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას უკავშირდება. აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის განცხადებით, ვაშინგტონი ისტორიაში ყველაზე მკაცრი შეზღუდვების ამოქმედებას გეგმავს, რომელიც ირანის ეკონომიკას საბოლოოდ მოუღებს ბოლოს.

ექსპერტების შეფასებით, ახალი სანქციების ტალღა კი ისედაც კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ირანულ ფინანსურ სექტორს დამატებით დარტყმას მიაყენებს.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, ირანის ეკონომიკური იზოლაციის მიზნით, ახალი სანქციების გეგმა, სახელწოდებით „ოპერაცია ეკონომიკური განდევნილი“ წარადგინა. არსებული ინფორმაციით, ვაშინგტონი მეორად სანქციებს დაუწესებს იმ სუბიექტებს, რომლებიც თეირანის ფინანსურ მხარდაჭერას განაგრძობენ.

ახალი შეზღუდვები ნავთობის, ავიაციის, ციფრული აქტივების, ტექნოლოგიებისა და ოქროს სექტორებს მოიცავს. აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის განმარტებით, სანქციები ჩინეთის საფინანსო ინსტიტუტებზეც გავრცელდება, თუ ისინი ირანული ნავთობიდან მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციაში ჩაერთვებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები