მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ახალი სასწავლო წლიდან კერძო ბაღებში ფასის ზრდა გარდაუვალი იქნება“ - სისვაძე

საბავშვო ბაღი

„ახალი სასწავლო წლიდან კერძო ბაღებში სწავლის ღირებულება გაიზრდება“- ამის შესახებ კერძო საბავშვო ბაღების ასოციაცია “მნათის” აღმასრულებელმა დირექტორმა გიგი სისვაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, მიზეზი ახალი სტანდარტების დაცვისთვის საჭირო პროცედურების გავლაა, რაც კერძო სექტორის ხარჯებს ზრდის.

სისვაძემ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მიმართებით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კერძო ბაღებს შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების შოვნა უჭირთ.

„გარკვეულწილად დაიწყო კერძო ბაღების ავტორიზაციის პროცესთან მიმაგრება და ამ მხრივ ინფორმაციის მიწოდება. ასევე "ჰასპის" პროგრამები დაინერგა. ის ბაღები, რომლებიც სტანდარტს ვერ აკმაყოფილებდნენ, აღარ არსებობს. ამ დროისთვის ქვეყანაში 400-500 კერძო ბაღია რეგისტრირებული. კოვიდის შემდეგ ბაზარმა განაპირობა სუსტი რგოლის ამოვარდნა და დღეს აქცენტი უკვე ხარისხზე კეთდება.

ფილიალები ძირითადად იხსნება ბათუმში. ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ ბევრი კერძო ბაღი იხსნება ქუთაისშიც. პანდემიამდე საშუალო ფასი თუ იყო 350 ლარი, დღეს უკვე 600-750 ლარია, რომელიც იზრდება 1 500 ლარამდე. ფასის ზრდა ახალ სეზონზეც გარდაუვალი იქნება, რადგან რეგულაციები რაც შემოსულია, საჭიროებს გარკვეული სტანდარტების დაცვას. თითოეული სტანდარტის დაცვა კი დაკავშირებულია ხარჯებთან. რა კომუნიკაციაც მე მაქვს ბაღებთან, თუ ღირს 650ლარი, გახდება 750, დაახლოებით ამ ნიშნულით იქნება ზრდა.

საჯარო ბაღებს ინფრასტრუქტურულად სახელმწიფო ვითარებას, ამიტომ კერძოს უწევს კონკურენციაში ჩადგომას და სტანდარტის აწევა. ავტორიზაცია ამ საკითხს მოაწესრიგებს, დღეს ეს დაურეგულირებელია და ყველა თვითონ ცდილობს ახალი იდეით მოახდინოს სასწავლო პროცესის ხარისხის გაზრდა. პრობლემა მწვავეა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მიმართებით, რაზედაც სამუშაოა. კერძო სექტორი ცდილობს ეს სერვისი ჰქონდეს, თუმცა ბაზარზე კადრები დეფიციტურია,“ - აღნიშნა სისვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები