მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი სავაჭრო ცენტრი “აშენდი” თბილისში - ინტერვიუ ლაშა მორჩილაძესთან

ელიავაზე ახალი სამშენებლო სავაჭრო ცენტრი “აშენდი” გაიხსნა. ვისაც გახსოვთ პარლამენტის ცნობილი გარაჟები, სწორედ ამ ტერიტორიაზე და შენობაზეა საუბარი. ცენტრი აღჭურვილია უსაფრთხოების სისტემებით, ვიდეო თვალით, დაცვით. 5 სართულიანია და ათეულობით ფართს აერთიანებს. ინვესტიციაც შთამბეჭდავია, 14 მლნ ლარი. და რა პირობებით ქირავდება ბიზნესისთვის კომერციული ფართები, დეტალების გასარკვევად თათია ჩაფიჩაძე სტუმრობდა ობიექტს და ამბებს ინტერვიუდან გაიგებთ. იდეაში, დღეს მხოლოდ სამშენებლო ბიზნესზე ვისაუბრებთ, ასევე სავაჭრო ცენტრის ოპერირებაზე რომელიც პროფილურად ავტონაწილებზეც ორიენტირებულია. თუმცა, დარწმუნებული ვარ, მომავალში მეტს გავიგებთ “აშენდი ჯგუფის” შესახებაც, რომელიც აგრო ბიზნესშიც საკმაოდ აქტიურად არის წარმოდგენილი. მოკლედ, აგაშენოთ გამჩენმა ყველა! და ვნახოთ თათია ჩაფიჩაძეს სტუმრობა აშენდის სავაჭრო ცენტრში ელიავას ტერიტორიაზე. იქ სადაც თავის დროზე, არც მეტი და ნაკლები, პარლამენტის სახელმწიფო ავტომობილების ფარეხი იყო განთავსებული. თან საქართველოში, მინინუმ ორი დასახლება ვიცი კახეთში და საგურამოსკენ, სადაც სოფლებს არაშენდა ჰქვია. ხოდა ეხლა აშენდის დროა.

თათია ჩაფიჩაძე - BMG, ავტორი&წამყვანი;

ლაშა მორჩილაძე - “აშენდი აგროს” დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები