მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახალი სეზონი ახალი პროდუქტით - დახლებზე გურიელის "სააღდგომო ჩაი" გამოჩნდა

ახალი სეზონი ახალი პროდუქტით - დახლებზე გურიელის
31.03.26 08:51
423

ქართული ჩაის ბრენდი გურიელი გაზაფხულის სეზონს ექსკლუზიური, ლიმიტირებული პროდუქტის - სააღდგომო ჩაისწარდგენით იწყებს. უნიკალური რეცეპტურის პროდუქტი წელს პირველად გამოჩნდა დახლებზე.

სააღდგომო ჩაიწარმოადგენს საგანგებოდ შერჩეული, პრემიუმ ხაზის გრეხილი მსხვილი შავი ჩაის ბაზაზე შექმნილ კუპაჟს, რომელიც აღდგომის დღესასწაულის მთავარი კულინარული ატრიბუტისპასკის არომატული პროფილით არის შთაგონებული. პროდუქტის მთავარი მახასიათებელი სწორედ მისი ავთენტიკური გემოვნური თვისებებია.

გურიის მზიან პლანტაციებში მოკრეფილი შავი ჩაი, სააღდგომო პასკის ნაცნობი, თბილი არომატები, ვაშლისა და ფორთოხლის სიტკბო, დარიჩინის, მიხაკისა და ილის პიკანტურობა, ვანილისა და ვარდის ნაზი, მაღალესთეტიური არომატი - ასეთია გრადაცია, რომელიც ერთ კუპაჟში ერთიანდება.

გურიელის სააღდგომო ჩაი 20 აპრილის ჩათვლით გუდვილის, აგროჰაბის და კარფურის მსხვილი ფორმატის მაღაზიებში იქნება ხელმისაწვდომი.

ბრენდი უახლოეს მომავალში საინტერესო პროექტებს სხვა მიმართულებითაც აანონსებს - ჩაის მოყვარულებს ახალ, გამორჩეულ გამოცდილებას შესთავაზებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები