მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახალი შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების მიზნით რეგისტრაცია 3 ივნისს განახლდება

სს

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 15 მაისს გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში ახალი შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების მიზნობრიობით პროექტში გამოცხადებული რეგისტრაციის შედეგად, 5 მლნ ლარის ღირებულების 15 განაცხადი მიიღეს. მათ შორის 3,5 მლნ ლარის ღირებულების 10 განაცხადი დადებითად შეფასდა.

სააგენტოს ცნობით, პროექტის ფარგლებში ახალი შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების მიზნობრიობით განაცხადების მიღება განახლდება 3 ივნისის 12 საათიდან, დარჩენილი ბიუჯეტის 1,5 მლნ ლარის ამოწურვამდე.

"სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ახალი შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება შეადგენს პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 350,000 ლარს; თანამონაწილეობის თანხა შესაძლოა წარმოადგენდეს, როგორც საკუთარ სახსრებს, ასევე აგროკრედიტს/ლიზინგს.

პროექტი ითვალისწინებს დამატებით შეღავათებს იმ შემთხვევებში, თუ შემნახველი საწარმო აშენდება მაღალმთიანი დასახლებებისა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, ასევე, თუ საწარმოს სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი შექმნის. აღნიშნულ შემთხვევებში თანადაფინანსება განისაზღვრება პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 40%-ით, არაუმეტეს 350,000 ლარით.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე rda.gov.ge", - ავრცელებს სოფლის განვითარების სააგენტო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები