SBC Summit Tbilisi 25-26 ივნისს მასშატაბურად ბრუნდება და ევრაზიის რეგიონს სრულად მოიცავს. ბრიტანული ორგანიზაციის SBC-ისა და ქართული კომპანია SMH-ის ორგანიზებით, სამიტი სასტუმრო ,,შერატონ გრანდ მეტეხი პალასში’’ გაიმართება. Მისი მიზანია, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ცვალებადი დინამიკის მქონე ბაზრების შესახებ ცოდნის გაზიარება და კავშირების გაღრმავება.
სამიტის წარმდგენია EGT Georgia. Ღონისძიებას დაესწრება iGaming-ის სექტორიდან 1,500-ზე მეტი მაღალი რანგის დელეგატი და წარდგება 60-ზე მეტი კომპანია, რაც გულისხმობს ჩართულობის 50%-ით მზარდ ტენდენციას გასულ წელთან შედარებით.
SBC არის ინდუსტრიაში წამყვანი ,,ივენთებისა’’ და პროფილური მედია კომპანია, რომელიც მართავს გლობალურ კონფერენციებსა და გამოფენებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. მათ შორის ისეთ ქალაქებში, როგორებიც არის: ნიუ-იორკი, ლონდონი, ტორონტო, ბარსელონა, ლისაბონი, რიო დე ჟანეირო და სხვა. SBC-ის საოპერაციო არეალი ასევე მოიცავს უმსხვილეს ნიუს პლატფორმას სპორტული სექტორისა და iGaming-ის ინდუსტრიაში უნიკალური კონტენტით, ინოვაციებისათვის, სექტორის ზრდისა და განვითარებისთვის. მისი ქოლგის ქვეშ ისეთი მედია ბრენდებია გაერთიანებული, როგორებიცაა: SBC News, SBC Noticias, SBC Eurasia და სხვა.
წელს სამიტი გაცილებით მასშტაბურად ბრუნდება და აერთიანებს iGaiming ინდუსტრიას, ევრაზიისა და ევროპის წამყვან ორგანიზაციებს, რაც განსაკუთრებულ შესაძლებლობას იძლევა გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებისათვის, ,,ნეთვორქინგისა’’ და ბიზნესს იდეების გენერირებისათვის და შესაბამისად, ქართულ კომპანიებს აძლევს განუმეორებელ შესაძლებლობას სექტორის წამყვან კომპანიებთან კონტაქტისა და თანამშრომლობისთვის, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ბიზნესს გლობალურ მასშტაბებზე გასვლაში.
სამიტის ძირითადი ფოკუსი იქნება ტენდენციებზე, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ახალ მარეგულირებელ ლანდშაფტზე, ინოვაციების გავლენაზე, ხელოვნურ ინტელექტზე, eSports-სა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.
SMH-ის დამფუძნებლის ლაშა მაჭავარიანის კომენტარი: ,,მოხარული ვარ, რომ წელს სამიტი ბრუნდება უფრო მასშტაბურად და მოიცავს ევრაზიის რეგიონს სრულად. Ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ჩვენს ძალისხმევას, SBC სამიტი საქართველოში ჩატარებულიყო 2023 წელს, უკვალოდ არ ჩაუვლია და ყველა მოლოდინი გამართლდა. მინდა აღვნიშნო, რომ სამიტი იძლევა უნიკალურ საშუალებას ინდუსტრიის წამყვან კომპანიებთან და მათ წარმომადგენლებთან თანამშრომლობისა. Ასევე, იმედს ვიქონიებ, რომ შემდეგ წელს უფრო დიდი მასშტაბებითა და სიახლებიით დავბრუნდებით.”
SBC-ის დამფუძნებელი რასმუს სოიმარკი აღნიშნავს: ,,SBC Summit Tbilisi 2024 გვპირდება, რომ იქნება მასშტაბური. სამიტი აერთიანებს რეგიონის iGaiming ინდუსტრიას და ლიდერ ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოდან, ეს კი განსაკუთრებულ შესაძლებლობას აძლევს სამიტში მონაწილე კომპანიებს გლობალურ მასშტაბებზე გასასვლელად. ჩვენი პარტნიორობა SMH-თან არის დასტური ევრაზიის რეგიონში iGaming სექტორის წინსვლისა და განვითარებისა.’’
დამსწრე საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა მიიღოს ახალი ინფორმაცია ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ინოვაცია, აუთსორსინგი, ბიზნესის გაფართოება, სპორტი, განვითარებადი ბაზრის შესაძლებლობები და iGaming. მათ წინაშე წარდგებიან ისეთი მაღალი დონის სპიკერები, როგორებიც არიან: კრის ბერდი (აღმასრულებელი დირექტორი Raheem Sterling Foundation), სავო ბაკმაზი (აღმასრულებელი დირექტორი და ფინანსური დირექტორი Maxbet-ში), ლაშა გოგიბერიძე (პარტნიორი აღმასრულებელი დირექტორი Brave Rave-ში), რაფაელ ქობალიანი (Vbet-ის ტექნოლოგიების ხელმძღვანელი), გიორგი გვენეტაძე (CCO აჭარაბეთში), დავით გაგაძე (CSO აჭარაბეთში), გიორგი ნადარაია (CMO betlive-ში), ნიკა გიგაშვილი (SMH Global-ის მმართველი დირექტორი / პარტნიორი), ბაქი ლორთქიფანიძე (SMH Global-ის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი), სემ კუკი (MD & თანადამფუძნებელი Esports-ში), კურინო მანჩინი (IMGL-ის პრეზიდენტი) და სხვ.
პირველ დღეს გაიმართება პოკერის ტურნირი, რომლის შემდეგაც, სტუმრები გადაინაცვლებენ Setanta Sports-ის მიერ დაფინანსებულ, ოფიციალური გახსნის საღამოზე სასტუმრო ‘’Stamba’’-ში.
26 ივნისს, რესტორან რესპუბლიკაში გაიმართება VIP ვახშამი ექსკლუზიურად C დონის აღმასრულებლებისთვის, შემდეგ კი დახურვის წვეულება რესპუბლიკის ივენთ ჰოლში.
SBC Summit Tbilisi 2024-ის ბილეთები ხელმისაწვდომია ღონისძიების ოფიციალურ ვებგვერდზე.