მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახალი შესაძლებლობები თბილისის ბიზნეს-რუკაზე - რა კონცეფციით შენდება ბიზნესცენტრი "ახალი ატრიუმი"?

ახალი ატრიუმი
17.06.26 17:30
286

თბილისის კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე, ფუნქციურ და სწორად დაგეგმარებულ საოფისე სივრცეებზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება. თანამედროვე ბიზნესისთვის გადამწყვეტი ხდება ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა ხელსაყრელი მდებარეობა, მოწესრიგებული საპარკინგე ინფრასტრუქტურა და სამუშაო გარემო, რომელიც თანამშრომელთა პროდუქტიულობას უწყობს ხელს.

სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ, თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, პრემიუმ კლასის ბიზნესცენტრი "ახალი ატრიუმი" შენდება, რომელიც "ატრიუმის" პროექტის განვითარების ახალ ეტაპს წარმოადგენს.

ბიზნესცენტრის დამფუძნებელთა გუნდი ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. "ატრიუმის" პირველი ფაზის საპროექტო სამუშაოები 2018 წელს დაიწყო, უშუალო მშენებლობა კი 2019 წლიდან წარიმართა აქტიურად. თუმცა, 2020 წელს გლობალურმა პანდემიამ პროექტს სერიოზული გამოწვევები შეუქმნა - გაჩნდა სკეპტიციზმი როგორც ლოკაციის ათვისებასთან, ისე, ბუნდოვან გარემოში, ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან ნდობის მოპოვებასთან დაკავშირებით. ამ კრიტიკულ ეტაპზე კომპანიას მხარდაჭერა და ნდობა თიბისი ბანკმა გამოუცხადა, რამაც პროექტის წარმატებით დასრულებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. სწორედ ამ მყარი პარტნიორობისა და დამფუძნებლების დიდი ძალისხმევის შედეგად, 2021 წელს პროექტი წარმატებით გაეშვა. პირველმა შენობამ სწრაფად დაამტკიცა საკუთარი სიცოცხლისუნარიანობა და მალევე 100%-იან დატვირთულობას მიაღწია.

არსებულ შენობაზე მაღალმა მოთხოვნამ და ახალი ფართების მიმართ მუდმივმა ინტერესმა, პროექტის გაფართოებისა და მეორე, უფრო მასშტაბური შენობის აშენების საჭიროება ბუნებრივად წარმოშვა. თუ პირველი "ატრიუმის" ფართობი დაახლოებით 7,000 კვადრატულ მეტრს შეადგენდა, "ახალი ატრიუმი" თითქმის ორჯერ დიდი იქნება და 12,400 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ მრავალფუნქციურ სივრცეს გააერთიანებს.

"ახალი ატრიუმის" ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას მისი მდებარეობა წარმოადგენს. ბიზნესცენტრის პროექტი ვახუშტი ბაგრატიონის ხიდთან, გიორგი სააკაძის მოედნის მიმდებარედ ვითარდება. ეს ლოკაცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სწრაფად დაუკავშირდნენ ქალაქის სხვადასხვა ცენტრალურ უბნებს. სატრანსპორტო კვანძების სიახლოვე მნიშვნელოვნად ამცირებს გადაადგილების დროს, რაც თანამედროვე საქმიანი ცხოვრების ტემპისთვის უმნიშვნელოვანესია.

ლოკაციასთან ერთად, პროექტის ავტორებმა გაითვალისწინეს დედაქალაქისთვის აქტუალური პარკირების პრობლემაც. ბიზნესცენტრში ორდონიანი მიწისქვეშა საპარკინგე სივრცე მოეწყობა, რომელიც 130-მდე ავტომობილზეა გათვლილი და მნიშვნელოვნად გაუადვილებს ყოველდღიურობას როგორც აქ დასაქმებულ ადამიანებს, ისე მათ სტუმრებს.

"ახალი ატრიუმი" 7-სართულიანი ნაგებობაა, სადაც მშენებლობისა და მოპირკეთების პროცესში გამოყენებულია თანამედროვე ტექნოლოგიური მასალები:

  • ფასადი: მოპირკეთებულია ესპანური Neolith-ის ქვით, რაც შენობას მდგრადობასა და დახვეწილ იერსახეს სძენს.
  • ვიტრაჟები: მაღალი ხარისხის ალუმინის ვიტრაჟები და პანორამული მინები უზრუნველყოფს შენობის ბუნებრივი განათებით მაქსიმალურ შევსებას.
  • შიდა ატრიუმი: პროექტის მთავარი არქიტექტურული ელემენტია, რომელიც ღია, ნათელ და ესთეტიკურად მიმზიდველ საერთო გარემოს ქმნის.
  • საინჟინრო სისტემები: შენობა აღიჭურვება Kone-ს ფირმის სწრაფი ლიფტებითა და გათბობა-გაგრილების თანამედროვე ცენტრალიზებული სისტემით.

ბიზნესცენტრის შიდა ინფრასტრუქტურა მხოლოდ საოფისე ფართებით არ შემოიფარგლება. აქ დასაქმებული ადამიანების კომფორტისთვის შენობაში თანამედროვე საკონფერენციო დარბაზი, ფიტნეს ცენტრი, კვების ობიექტები და მყუდრო დასასვენებელი ლაუნჯ-ზონები განთავსდება. უსაფრთხოებასა და წესრიგს 24-საათიანი დაცვის სამსახური, ვიდეოკონტროლი, სახანძრო უსაფრთხოების სისტემები და პროფესიონალური დასუფთავების სერვისი უზრუნველყოფს.

"ახალ ატრიუმში" საოფისე და კომერციული ფართების გაყიდვები უკვე აქტიურ ფაზაშია. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, შეიძინონ სივრცეები 50 კვადრატული მეტრიდან. მყიდველებს შეუძლიათ, ფართი საკუთარი კომპანიის საჭიროებებსა და გემოვნებას მოარგონ.

პროექტის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, შიდა სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია და მფლობელებს სარემონტო სამუშაოების დაწყება ეტაპობრივად მიმდინარე წლის ოქტომბრიდან შეეძლებათ.

მზარდი ინტერესიდან გამომდინარე, „ახალი ატრიუმი“ საინტერესო საინვესტიციო წინადადებაა მათთვის, ვისაც დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში სტაბილური სამუშაო გარემოს მოწყობა ან კაპიტალის გრძელვადიანი დაბანდება სურს.

აღსანიშნავია, რომ ეს თიბისისა და "ატრიუმის" წარმატებული პარტნიორობის უკვე მეორე შემთხვევაა - პროექტი სწორედ თიბისის მხარდაჭერით ხორციელდება, მისი ჯამური ღირებულება $15.3 მილიონს შეადგენს, ბანკის თანადაფინანსება კი $11 მილიონამდეა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები