მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე - დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

ტბც
16.09.26 14:57
199

თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე ახალი შესაძლებლობაა - 3 თვის განმავლობაში შეგიძლია, სრულად დაიბრუნო ვაჭრობის საკომისიო აშშ-ის ბირჟაზე განხორციელებულ ტრანზაქციებზე და დამატებით დასაჩუქრდე $500-მდე.

კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, სარეგისტრაციო ფორმის შევსება 15-დან 30 სექტემბრის ჩათვლით და თიბისის მობაილბანკის ინვესტიციებში მინიმუმ $10 000-ის განთავსება. ამავე ღირებულების ამერიკული აქტივების გადმოტანა შესაძლებელია სხვა საინვესტიციო პლატფორმიდანაც.

ყველა პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, სრულად დაიბრუნებ ვაჭრობის საკომისიოებს აშშ-ის ბაზარზე განხორციელებულ ტრანზაქციებზე.

ბონუსის მიღებას კი განთავსებული ან გადმოტანილი აქტივების მოცულობის მიხედვით, შემდეგი პრინციპით შეძლებ:

აქტივების მოცულობა

ბონუსი

$10 000–$50 000

$50

>$50 000–$100 000

$100

>$100 000–$250 000

$200

>$250 000

$500

შეთავაზება განკუთვნილია:

  • ახალი მომხმარებლებისთვის
  • ინვესტორებისთვის, რომლებსაც 2026 წლის 1 მარტიდან არ განუხორციელებიათ ტრანზაქცია და არ ჰქონიათ ნაშთი მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმაზე

ვაჭრობის საკომისიოს დასაბრუნებლად, საჭიროა საინვესტიციო თანხა - მინიმუმ $10 000 - ანგარიშზე შენარჩუნდეს 31 დეკემბრის ჩათვლით.

აქტივების გადმოტანისას, დარწმუნდი, რომ 30 სექტემბრის 23:59 საათისთვის შენი პორტფელის ღირებულება მინიმუმ $10 000-ია. ქეშბექი არ ვრცელდება Penny Stocks-ზე ($5 ან ნაკლები ღირებულების აქციებზე), UK ბაზარზე და Smart Portfolio-ზე. ქეშბექი ჩაირიცხება ერთიანად, არაუგვიანეს 2027 წლის 15 იანვრამდე.

კამპანიაში მონაწილეობისთვის, შეავსე სარეგისტრაციო ფორმა

დეტალური ინფორმაცია და კამპანიის სრული პირობები იხილე ბმულზე.

ეს არ არის ფინანსური რჩევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები