ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 1 იანვრიდან არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 400 000-დან 500 000 ლარამდე იზრდება. ეს ნიშნავს, რომ მათთვის, ვისაც ლარში აქვს შემოსავალი ნახევარ მლნ ლარამდე სავალუტო სესხის აღება იზღუდება. სებ-მა დღეს კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო და დეპოზიტების დოლარიზაციის ზრდის ფონზე, ბანკებისთვის უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 5 პროცენტული პუნქტით გაზარდა.