მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი სივრცე ღვინის ენთუზიასტებისთვის- Gulordava Family Winery პირველ შოურუმს ხსნის

winery
01.07.25 12:38
720

პრემიუმ ხარისხის ქართული ღვინის ახალი ბრენდი - Gulordava Family Winery - თბილისის გულში პირველ შოურუმს ხსნის. სივრცეში, რომელშიც თანამედროვე ესთეტიკა მყუდრო ატმოსფეროსა და ტრადიციას ერწყმის, ღვინის მოყვარულებს ექნებათ შესაძლებლობა, დააგემოვნონ და შეიძინონ ბრენდის ხელწერით შექმნილი მაღალი ხარისხის, უნიკალური ღვინოები.

20 სტუმარზე გათვლილ შოურუმში, სადაც მთავარ როლში სწორედ ქართული ღვინოა, თავისი არომატული პროფილით, ტექსტურითა და უნიკალური იდენტობით - სტუმრებს მყუდრო გარემოში შეეძლებათ ღვინის მრავალფეროვანი სახეობების დეგუსტაცია და პირდაპირ ბრენდიდან შეძენა. Gulordava Family Winery-ის სივრცე პერიოდულად ღვინის პროფესიონალებსა და ენთუზიასტებს დაეთმობათ, რომლებსაც აქ ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობა მიეცემათ.

“Gulordava Family Winery-ის შოურუმში წარმოდგენილია საკმაოდ მრავალფეროვანი, თუმცა რაოდენობრივად ლიმიტირებული კოლექცია, სხვადასხვა კუთხის ენდემური ჯიშებით. წარმოდგენილია როგორც ქართლის, ასევე სამეგრელოს, ლეჩხუმისა და კახეთის უნიკალური ვაზის ჯიშები, მათ შორის: უსახელოური, ცოლიკაური, ოჯალეში, საფერავი, ხიხვი, მწვანე, ბოლნისის რქაწითელი, ოცხანური საფერე, ალექსანდროული - როგორც კლასიკური, ისე კასრში დავარგებული - და სხვა მრავალი ჯიში. ჩვენი ბრენდის ფართო ასორტიმენტი ამ ეტაპისთვის მხოლოდ ქართულ ჯიშებს მოიცავს, თუმცა, ვინაიდან მომავალზე ვართ ორიენტირებული, უკვე შემოტანილია ფრანგული ჯიშებიც, რასაც ძალიან მალე წარვუდგენთ მომხმარებელს ბაზარზე.

ჩვენი ყველა პროდუქტი თანაბრად გვიყვარს, ვაფასებთ და თითოეულ ბოთლში დაუღალავ შრომას ვდებთ - სწორედ ამიტომ, ყველა მათგანი გამორჩეული და უნიკალურია”, - განაცხადა Gulordava Family Winery-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ივანე ქუთათელაძემ.

Gulordava Family Winery-ის პირველი რთველი 2021 წელს შედგა. 2025 წლიდან

კი ბრენდი ოფიციალურად გამოჩნდა ქართულ ბაზარზე. მეღვინეობა ღვინოს ახმეტაში აწარმოებს, სადაც ტრადიციული მეთოდებით იქმნება როგორც კახური, ისე სხვა კუთხეების ენდემური ჯიშებისგან წარმოებული ღვინოები.

ბრენდი აერთიანებს ტრადიციული მეღვინეობის ღირებულებებს თანამედროვე შეფუთვით, მინიმალისტური ვიზუალური ხელწერითა და მკაფიო კონცეპტუალური მიდგომით. აქცენტი კეთდება ბუნებრივ დუღილზე, სისუფთავესა და მაღალ ხარისხზე - ღირებულებებზე, რომლებიც თითოეულ ბოთლში იგრძნობა.

სწორედ ამიტომ, ბრენდი სამომავლო ხედვაც ამ ღირებულებების გლობალურად გავრცელებაა - საქართველოსთან ერთად, Gulordava Family Winery-ის ღვინოები უკვე იყიდება ევროპის რამდენიმე ქალაქში.

“ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე გავიდეთ სრულად ევროპულ ბაზარზე და წარვუდგინოთ ქართული ღვინო საერთაშორისო აუდიტორიას ისეთი სახით, როგორიც მას მართლაც შეშვენის:, - განაცხადა ივანე ქუთათელაძემ.

Gulordava Family Winery-ის დავით გამრეკელის N20-ში იხსნება, პარალელურად კი ბრენდის პრემიუმ ხარისხის ღვინის შეძენა “8000 მოსავალშიც” შესაძლებელია.






გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები