მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი ტარიფები მთის კურორტებზე - რა ფასად დაისვენებთ& რა დაგხვდებათ?

ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე სრიალი ძვირდება. განახლებული ტარიფები განსხვავებულია როგორც კურორტების მიხედვით, ისე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. „მთის ტრასების სააგენტოს“ ინფორმაციით, გასულ სეზონთან შედარებით, ერთდღიანი აბონემენტების ღირებულება საშუალოდ 20 ლარით იზრდება:

  • გუდაურში — 70-ის ნაცვლად, 90 ლარი ეღირება;
  • ბაკურიანში — 55-დან 75 ლარამდე იზრდება;
  • მესტიაში — 50-დან 70 ლარამდე;
  • გოდერძიზე კი — 30-ის ნაცვლად, 50 ლარი იქნება.

მოთხოვნის შესაბამისად, კვლავ ხელმისაწვდომია მრავალკურორტიანი სეზონური აბონემენტებიც — ოთხივე კურორტის საშვის ფასი ზრდასრულებისთვის 1 000, ხოლო ბავშვებისთვის 500 ლარია. გაზრდილ ტარიფებს მოქალაქეთა ნაწილის უკმაყოფილება უკვე მოჰყვა. თავის მხრივ, ბიზნესსექტორში ამბობენ, რომ კურორტების მოვლა-პატრონობა და განვითარება სოლიდურ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ქართული ტარიფები კი ევროპულ ფასებს კვლავ ბევრად ჩამორჩება.

რას სთავაზობს წელს სამთო კურორტები დამსვენებლებს და როგორია კერძო სექტორის მოლოდინები?

სტუმარი: მირანდა ესაკია - „მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის“ თანადამფუძნებელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები