მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი ტარიფი შაქრის იმპორტზე

საქართველო ყოველწლიურად 110-130 ათას ტონა შაქარს ყიდულობს, რომლის ღირებულებაც 75-90 მილიონი დოლარის ფარგლებშია. 2023 წლის თვეში კი ქვეყანამ 77 მილიონი დოლარის ღირებულების 113 ათასი ტონა თეთრი შაქარი შეიძინა. წლევანდელი მდგომარეობით, საქართველო თვეში საშუალოდ 8.5 მილიონი დოლარის ღირებულების 12.5 ათას ტონა შაქარს ყიდულობს. იმ პირობებში, როდესაც შაქარზე საიმპორტო ტარიფი 7 თვის განმავლობაში იმოქმედებს, სახელმწიფო ბიუჯეტში ამ მოსაკრებლით 35 მილიონი ლარი შევა. ინფორმაციისთვის, პირდაპირ იმპორტულ შაქართან ერთად, ქვეყანა ყიდულობს შაქრის ლერწამსაც, რომლისგანაც საქართველოში მოქმედი ერთადერთი კომპანია “აგარის შაქრის ქარხანა” თეთრ შაქარს აწარმოებს.

➡ოთარ დანელია - საქართველოს ბიზნესომბუდსმენი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები