• Toyota-ს მსოფლიო კლასის სედანის დიზაინი უფრო გლუვი და სპორტულია;
• ინტერიერის განახლებული დიზაინი ქმნის დახვეწილ და თანამედროვე გარემოს პრემიალური შეგრძნებით.
• მეხუთე თაობის Toyota-ს ჰიბრიდული ელექტრული ტექნოლოგია უზრუნველყოფს უფრო მეტ სიმძლავრეს, გაუმჯობესებულ ეფექტიანობას და მეტ სიამოვნებას მართვისგან.
ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - ასე შეგვიძლია მოკლედ დავახასიათოთ, იაპონური ბრენდის TOYOTA-ს ახალი, 2025 წლის, მე-9 თაობის “CAMRY”.
რეგიონში სეგმენტის ლიდერი სრულიად ახალი Toyota Camry “ტოიოტა კავკასიამ“ წარადგინა. ღონისძიებას ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი ჟურნალისტები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ავტო ენთუზიასტები და Toyota Camry - ის ლოიალური მომხმარებლები ესწრებოდნენ.
ახალი მოდელის პრეზენტაცია ზუგდიდში, დადიანების სასახლეში გაიმართა. თუმცა განსაკუთრებით საინტერესო ტესტდრაივის ნაწილი იყო. ღონისძიების სტუმრებმა „ტოიოტას“ ფლაგმანი ავტომობილი სხვადასხვა ტიპის გზაზე გამოცადეს.
მარშრუტი ქალაქ ზუგდიდში დაიწყო და ქალაქში მოძრაობის შემდეგ სტუმრებმა გეზი ეთნო სოფელ სისატურასკენ აიღეს, შემდეგ კი ტესტდრაივი ადგილობრივი საინჟინრო საოცრების, ენგურჰესისკენ გაგრძელდა. მგზავრობისას სტუმრებმა აჩქარება, ადაპტირებადი კრუიზ-კონტროლი და ზოლიდან ზოლში გადასვლის დამხმარე სისტემები გამოცადეს.
Camry უკვე თითქმის 40 წელია Toyota-ს ერთ-ერთი გამორჩეული მოდელია - სეგმენტის განმსაზღვრელი სედანი, რომელიც არაერთხელ გახდა ბესტსელერი და ბრენდის ფლაგმანი უამრავ ბაზარზე. მისი პირველი წარდგენიდან დღემდე, მსოფლიოს მასშტაბით 21 მილიონზე მეტი ერთეულია გაყიდული.
ახალი Toyota Camry აერთიანებს ელეგანტურობას, დინამიკურ იერს და გზაზე სრული კონტროლის შეგრძნებას. ამ მომხიბვლელი კონტურების მქონე ავტომობილს გააჩნია საკმაოდ მტკიცე ძარა, შედარებით დაბალი ხუფი უკეთესი ხილვადობისათვის და რამდენიმე სახის გამორჩეული შეფერილობა.
ახალი Camry ინარჩუნებს ყველა იმ თვისებას, რაც სედანის მოყვარულ მძღოლებს შორის მის პოპულარობას განაპირობებს. ახალ მოდელში ყურადღება გამახვილებულია როგორც დიზაინის, ასევე მართვის გამოცდილების გაუმჯობესებაზე, მანქანის ახალი დიზაინი უმალ იქცევს ყურადღებას, - “ჩაქუჩის თავის” მსგავსი წინა ნაწილი, მკვეთრად შეცვლილი ფარები და მძლავრი ხაზები, რომლებიც ავტომობილის სიგრძეზეა განლაგებული. ინტერიერის ახალი დიზაინი უზრუნველყოფს ღია კაბინის შეგრძნებას მძღოლისა და წინა მგზავრისთვის. გამოყენებული მასალებისა და ზედაპირების შესანიშნავი შერწყმით Camry - ის ინტერიერი მძღოლებისთვის პრემიუმ გარემოს ქმნის.
ახალი Camry აღჭურვილია მეხუთე თაობის ჰიბრიდული ტექნოლოგიით, რომელიც უზრუნველყოფს უფრო მეტ სიმძლავრეს, უკეთეს ეფექტიანობას და მართვის უფრო სასიამოვნო გამოცდილებას.
Toyota Camry აღჭურვილია 2.5 ლიტრიანი თვითდამუხტვადი ჰიბრიდული ძრავით, რომელიც უზრუნველყოფს ბრუნის მეტ მომენტს დაბალ სიჩქარეებზე, ასევე გამორჩეულ სიმძლავრეს მაღალ სიჩქარეებზე, უკეთეს მგრძნობელობას და მარტივად აჩქარების უნარს.
წლევანდელ მოდელში წარმოდგენილია ახალი მულტიმედიური სისტემები და ციფრული მართვის პანელი, რაც უზრუნველყოფს მარტივ, სწრაფ კავშირსა და უკუკავშირს.
თანამედროვე სალონი აღჭურვილია 9 დუიმიანი მულტიმედიური სენსორული მონიტორით, რაც გამიზნულია ავტომობილის თავდაჯერებული მართვისთვის. ეს მულტიმედიური ეკრანი საშუალებას გაძლევთ მარტივად იპოვოთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ, მათ შორის ნავიგაცია, მუსიკა, Apple CarPlay™ ან Android Auto™.
ამასთან, ახალი მოდელი სტანდარტულად აღჭურვილია Toyota Safety Sense-ის უახლესი თაობის უსაფრთხოების პაკეტით, რომელიც უზრუნველყოფს მძღოლის დახმარების კომპლექსურ სისტემებს.
ახალი "Toyota Camry"-ის შეძენა შესაძლებელია ტოიოტას ოფიციალურ დილერებთან: “ტოიოტა ცენტრი თბილისში”, “ტოიოტა ცენტრ თეგეტასა” და “ტოიოტა ცენტრი ბათუმში”.