მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახალი წესები ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის - რა დაპირება მიიღო ბიზნესმა?

გარდამტეხ შეხვედრა - ასე შეფასდა დღეს მთავრობისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა შეხვედრა, სადაც მთავრობამ ბიზნესს დღეს ახალი მარეგულირებელი პაკეტი წარუდგინა. იზრდება ზედნადები და გაუთვალისწინებელი ხარჯების ლიმიტი, განახლდება სამშენებლო მასალებისა და მანქანა-მექანიზმების ფასები, ასევე დაინერგება ინდექსაციის მექანიზმი, რომელიც პროექტების მიმდინარეობისას ფასების ცვლილების შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულების ნაწილობრივ კორექტირებას უზრუნველყოფს. პარალელურად, შეიზღუდება არარეალისტურად დაბალი ფასებით ტენდერებში მონაწილეობა და გამკაცრდება შავი სიაში მოხვედრილი კომპანიების ტენდერებში დაბრუნებაზე კონტროლი. რა გაიგეს დღეს ინფრასტრუქტურის მშენებლებმა მთავრობის ხედვიდან, დააზღვევს თუ არა ეს ინიციატივა ინფრასტრუქტურულ პროექტებში იმ ხარვეზებს და ვადების დარღვევას, რაზეც ხელისუფლება ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობდა და იმ პრობლემებს, რაზეც ბიზნესი ჩიოდა?

სტუმარი: ზვიად თოიძე - „ინსის“ დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები