მიუხედავად ახალი წლის ღამისა, მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ დღესაც იკრიბებიან. სახელწოდებით - "ახალი წლის ჯადოსნური პროტესტის ღამე” აქცია დღესაც გაიმართება.
საპროტესტო აქციის მონაწილეები გეგმავენ ახალ წელს რუსთაველის გამზირზე ერთად შეხვდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეების პროტესტს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდება.




























