ბრენდი ნახევარსაუკუნოვან ოსტატობასა და ტრადიციას აღნიშნავს და მომხმარებელს დაუვიწყარ სიურპრიზებს სთავაზობს. წლევანდელი კოლექცია ორი ხელოვანის — მხატვარ კაროლინ რომენ-დეფოსესა (Caroline Romain-Desfossés) და ფოტოგრაფ კოტო ბოლოფოს (Koto Bolofo) კოლაბორაციით შეიქმნა. მათი შემოქმედებითი ხედვით გაცოცხლებული შეფუთვები და ისტორიები დღესასწაულის თითოეულ წამს განსაკუთრებულ მოგონებად აქცევს.
L'Occitane-ის ადვენტ-კალენდარი საახალწლო სეზონის ყველაზე სასურველი საჩუქარია, რომელიც თითოეულ დილას ნამდვილ დღესასწაულად აქცევს.
წელს კალენდარი წარმოდგენილია ორ განსაკუთრებულ — კლასიკურ და პრესტიჟულ ფორმატში. თითოეული კალენდარი 24 ჯადოსნურ განყოფილებას მოიცავს, სადაც დამალულია ბრენდის ყველაზე საკულტო, საყვარელი პროდუქტები. ადვენტ-კალენდარი ყველასთვის სასურველი საჩუქარია, რადგან იგი თავის მოვლის რუტინას ყოველდღიურ, აღმოჩენებით სავსე სპა რიტუალად აქცევს!

სადღესასწაულო კოლექციის მთავარი სიახლეები ლიმიტირებული კოლექციის სურნელებია:
Veillée Pralinée: შთაგონებულია პროვანსული სახლის თბილი, საახალწლო საღამოებით, სადაც ბუხრის შუქზე მოგონებები ცოცხლდება. ეს კოლექცია გავსებთ პრალინეს ტკბილი, სანდალოზის ხის ღრმა და ვანილის დამამშვიდებელი ნოტებით.
Nuit en Pinède: პიტნისა და ფიჭვის გამაგრილებელი ნოტების სინთეზი ხის მუშკთან — ნამდვილი საახალწლო მოგზაურობა პროვანსის ტყეებში.
ორივე არომატი შეზღუდული დროით, მხოლოდ სადღესასწაულო სეზონზე იქნება ხელმისაწვდომი და იგი იდეალური საჩუქარია საყვარელი ადამიანებისთვის!
L'Occitane-ისთვის ზამთრის პერიოდი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს — ეს არის სეზონი, როდესაც კანს სჭირდება განსაკუთრებული ზრუნვა, სითბო და ინტენსიური კვება. ბრენდი უდიდეს ყურადღებას უთმობს ზამთრის თავის მოვლის რიტუალს და გთავაზობთ ექსკლუზიურ, საყვარელ ტექსტურებს, რომლებიც ცივ დღეებს კომფორტად და ფუფუნებად აქცევს:
Karité Confort შხაპის ზეთი: ლეგენდარული შიის შხაპის ზეთი ბრუნდება! იგი ინტენსიური, სიღრმისეული კვებით მყისიერად ამშვიდებს ზამთრის ცივი ჰაერით გამოშრობილსა და მგრძნობიარე კანს.
Amande Sublime შხაპის ქაფი: ლიმიტირებული გამოშვების ჰაეროვანი, ღრუბელივით ნაზი ქაფი, რომელიც ზამთრის შხაპის მიღების პროცესს ნამდვილ სპა-რიტუალად აქცევს. კანთან შეხებისას ის მყისიერად დნება, ანიჭებს მას სიღრმისეულ დატენიანებას და ტოვებს ტკბილი ნუშის არომატებს.

L’Occitane საჩუქრებს გთავაზობთ ყველასთვის, იქნება ეს ოჯახის უახლოესი წევრები, მეგობრები თუ თანამშრომლები. ნაძვის ხის დეკორატიული სათამაშოები და სადღესასწაულო კრეკერები გამორჩეული ყურადღების ჟესტია. მათში დამალული პროდუქტების აღმოჩენა კი სიხარულით სავსე პროვანსული თავგადასავალია!

ეწვიეთ L'Occitane-ის ბუტიკებს და შეხვდით დღესასწაულს მომზადებული!
შეიგრძენით პროვანსული გარემო, აღმოაჩინეთ სადღესასწაულო არომატები და შეარჩიეთ საუკეთესო საჩუქრები თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის L'Occitane-ის ოფიციალურ ბუტიკებში - 𝐆𝐚𝐥𝐥𝐞𝐫𝐢𝐚 𝐓𝐛𝐢𝐥𝐢𝐬𝐢, 𝐂𝐢𝐭𝐲 𝐌𝐚𝐥𝐥, ჭავჭავაძის 𝐍𝟒𝟎.
ხოლო მათთვის, ვისაც სურს პირველმა შექმნას საახალწლო განწყობა, სეზონის მთავარ საჩუქარზე — ადვენტ-კალენდარზე წინასწარი შეკვეთები უკვე აქტიურია ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზე!
https://ge.loccitane.com/
იჩქარეთ, რაოდენობა შეზღუდულია.






















