საქსტატმა გასული წლის ნოემბრის მშენებლობის ღირებულების ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც ოქტომბერთან შედარებით 0.8%-ით კიდევ გაიზარდა. ზრდის მიზეზად ისევ და ისევ დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასების 2,6%-იანი ზრდაა დასახელებული. 2022 წლის თებერვალთან შედარებით კი 2023 წლის ნოემბრამდე პერიოდში ინდექსი 13,3%-იან მატებას აჩვენებს. საანგარიშო პერიოდში ხელფასები 29,5%-ით, სამშენებლო მასალები კი 7,6%-ით გაიზარდა, რამაც შესაბამისად 6,65 და 4,35 პროცენტული პუნქტით შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
სად არის მიჯნა, რომლის იქითაც ინდექსმა და გასაყიდმა უძრავმა ქონებამ შესაძლოა ზრდა შეაჩეროს?
სტუმარი: მალხაზ კუნელაური - ემქეი-დი გრუპის დამფუძნებელი