უცხოური მედიის ინფორმაციით, ახალი ზელანდია სრულად განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლას გეგმავს. როგორც ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი კრის ჰიპკინსი მედიასთან აცხადებს, ქვეყნის ახალი მიზნისთვის, ხელისუფლება 1 მილიარდ 200 მილიონ ამერიკულ დოლარს გამოყოფს.
პრემიერის თქმით, ქვეყნის მთავრობამ შეთანხმებას მიაღწია ერთ-ერთ უმსხვილეს ამერიკულ საინვესტიციო კომპანია BlackRock-თან, რომლის დახმარებითაც ახალი ზელანდია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც ენერგიის 100%-ს განახლებადი წყაროებიდან გამოიმუშავებს.
"ახალი ზელანდიის მთავრობა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორთან კლიმატის ინფრასტრუქტურისა და სუფთა ტექნოლოგიების სფეროში ითანამშრომლებს. BlackRock-თან თანამშრომლობა ქვეყანას დაეხმარება გახდეს პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც მიიღებს ენერგიის 100%-ს განახლებადი წყაროებიდან“, - აღნიშნა ჰიპკინსმა.