2022 წელს “მანჩესტერ იუნაიტედის” მფლობელის, ჯიმ რეტკლიფის კომპანია Ineos-ი, ახალი ზელანდიის სარაგბო ნაკრების სპონსორი გახდა.
შეთანხმება ითვალისწინებდა გუნდისთვის წლიურად 4,5 მილიონი დოლარის გადახდას, კონტრაქტის ხანგრძლივობა კი ექვს წელზე უნდა ყოფილიყო გათვლილი. ორგანიზაციას ექსკლუზიური უფლებები ჰქონდა ზელანდიის ქალთა, კაცთა, შვიდკაცა და შვიდქალა ნაკრებებზე, თუმცა მხარეებს შორის ურთიერთობა რვა თვის წინ დაიძაბა და ახლახან მთლიანად ჩამოიშალა.
ზელანდიელების განცხადებით Ineos-მა შეთანხმება დაარღვია, რადგან გასული წლის პირველი ნაწილის თანხა ამ დრომდე არ გადაუხდიათ, რაც გახდა რეალურად კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი.
ხელშეკრულების ამოწურვამდე სამი წლით ადრე დასრულების გამო ზელანდიელებმა გადაწყვიტეს Ineos-ს უჩივლონ და დაიცვან საკუთარი კომერციული უფლებები.
ამჟამად კუნძულელები საერთაშორისო პარტნიორს აქტიურად ეძებენ და გლობალური ინტერესი “ოლ ბლექსის” მიმართ ცხადია მაღალ დონეზეა.
ასეთი პარტნიორის დაკარგვა რა თქმა უნდა, მძიმე დარტყმაა ზელანდიური გუნდისთვის, რადგან ფისკალურ 2023 წელს 5 მილიონიანი წაგება განიცადეს. ამიტომაც გასულ ოქტომბერს ახალი ზელანდიის რაგბის ფედერაციამ ფინანსური სტაბილურობის გეგმა წარმოადგინა, რომელიც პროფესიონალური რაგბისთვის ახალ ფინანსურ მოდელს შექმნის.
ცნობისთვის, Ineos-ი ფლობს წილებს “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ნიცაში”, რასთან ერთადაც ფორმულა ერთის გუნდ “მერსედესის” სპონსორიცაა.




























