ახალი ზელანდიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, ედრიან ორმა თანამდებობის მოულოდნელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. პოსტის ნებაყოფლობით დათმობასთან დაკავშირებით მას საჯარო განმარტება არ გაუკეთებია.
როგორც ცნობილია, სარეზერვო ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დროებით კრისტიან ჰოუკსბი იქნება, სანამ საბჭო ახალ ხელმძღვანელს არ აირჩევს.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე ედრიან ორს რიგით მეორე 5-წლიანი მანდატიდან კიდევ 3 წელი ჰქონდა დარჩენილი, თუმცა მან მოღვაწეობა წინასწარ შეთანხმებულზე ადრე დაასრულა.
ექსპერტების შეფასებით, ორის გადადგომა მის მიმართ გამწვავებულ კრიტიკას და ქვეყნის მთავრობიდან წამოსულ ზეწოლას უკავშირდება, რადგან მას ბრალს სდებენ ზედმეტად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარებაში, რომელმაც ქვეყანა ეკონომიკურ რეცესიამდე მიიყვანა.