მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ახლა ყველაზე დიდი გაკვეთილი რუსთაველის გამზირზე ტარდება“ - BSU-ს სტუდენტები გაფიცვას იწყებენ

გაიფიცე

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი საქართველოს დედაქალაქში მიმდინარე პროტესტს სოლიდარობას უცხადებს და გაფიცვას იწყებს. შესაბამის განცხადებას ახალგაზრდული ორგანიზაცია „მარტიანელები“ ავრცელებენ

„მიგვაჩნია, რომ ახლა ყველაზე დიდი გაკვეთილი რუსთაველის გამზირზე ტარდება… არ შეიძლება მშვიდად ვუყურებდეთ სახელმწიფოს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას, ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევას, კრიტიკულ აზრზე სასტიკი მეთოდებით გასწორებასა და მუქარის ზარებს.

ამრიგად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S U სტუდენტები ვუერთდებით ქართველი ხალხის პროტესტს და ვაცხადებთ, რომ გაფიცვის უფლების ფარგლებში არ გამოვცხადდებით აუდიტორიებში.

მოვუწოდებთ სტუდენტებს, ლექტორ-მასწავლებლებს, საჯარო მოხელეებს, ახალგაზრდებსა და ზოგადად, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ ვისაც ადარდებს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ვინც გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევასა და მუქარის ზარებს - დადექით ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის, ენის, მამულის, სარწმუნოებისა და ქართველი ხალხის ერთობის სადარაჯოზე!“ - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები