მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აკრძალვის ნაცვლად განბაჟების 6-ჯერ გაძვირება - რას შეცვლის 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტის შეზღუდვა?

აკრძალვის ნაცვლად განბაჟების ექვსჯერ გაძვირება - 1 აპრილიდან 6 წელზე ძველ ავტომობილებზე აქციზი ერთ კუბურ სანტიმეტრზე 80 თეთრიდან 4.5 ლარამდე იზრდება. ქართული ოცნების მთავრობაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილების მიზანი გარემოზე ზრუნვაა, აკრძალვის გადაწყვეტილების კორექტირება კი კერძო სუბიექტების ინტერესების გამო მოხდა. თავად ავტოიმპორტიორების ნაწილი კი აცხადებს, რომ აქციზის მკვეთრი ზრდა ფაქტობრივად აკრძალვის ტოლფასია, რადგან 6 წლამდე ძველი ავტომობილების განბაჟება მოქალაქეებს მკვეთრად გაუძვირდება. შედეგად, სექტორის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ არაერთ ბიზნესსუბიექტს ბაზრის დატოვება მოუწევს. როგორ აისახება 6 წელზე ძველ ავტომობილებზე აქციზის ექვსჯერ ზრდა საავტომობილო ბაზარსა და რეექსპორტზე და როგორია ბაზრის მსხვილი მოთამაშეების პოზიცია?

სტუმარი: ალექსანდრე ვეკუა - Caucasus Auto Import-ის გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები