მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აკვაკულტურის ფერმები შავ ზღვაში - როდის მოხდება სპეციალური ზონების გამოყოფა?

აკვაკულტურის გასავითარებლად ზღვაში სპეციალური ზონები გამოიყოფა. ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაციაში აცხადებენ, რომ ზონების მოსაწყობად კომპანიის შერჩევა ჯერ არ დაწყებულა. როგორც სოფო დიასამიძე აღნიშნავს, ცვლილებამ აკვაკულტურა უნდა განავითაროს და ადგილობრივი წარმოების დეფიციტი აღმოფხვრას. კერძო სექტორის ნაწილი რამდენიმე თვის წინ აცხადებდა, რომ საქართველოში აკვაკულტურა საკმაოდ მძიმედ ვითარდება. ბიზნესი მთავრობისგან მკაფიო ნაბიჯების გადადგმას ითხოვდა. მოუსმინა თუ არა ხელისუფლებამ კერძო სექტორს? რა გამოწვევებია დარგში და რას შეცვლის ზონირება?

სტუმარი: სოფო დიასამიძე - ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია "ფორეჯის" თავმჯდომარე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები