მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალავერდაშვილი: წელს Gulf-ის ქვეყნებიდან მნიშვნელოვან ტურისტულ ნაკადს ველოდებით

624abb97d11b3
სალომე ჭიპაშვილი
04.04.22 21:03
1402
"ჯინო პარადაისი", რომლის მართვაშიც ბაჰრეინული კომპანია Gulf hotels group-ი შევიდა, 15 მაისიდან განაახლებს ფუნქციონირებას. ამის შესახებ „საქმიან დილაში“ კომპანიის წარმომადგენელმა საქართველოში, შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა.

„ჯინოს აკვაპარკის ტერიტორიაზე ახალი სიცოცხლე შემოვა, სადაც სულ მალე 218-ნომრიანი სასტუმრო „გალფ აქუამარინ ჰოსტელი“ და სამი რესტორანი გაიხსნება. შეიძლება ითქვას, რომ ტერიტორია გასართობ-დასასვენებლ კომპლექსად იქცევა, რომელსაც მმართველობაში Gulf hotels group-ი გადაიბარებს.“ - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, წელს Gulf-ის ქვეყნებიდან დაგეგმილია ტურისტული ნაკადის მნიშვნელოვანი ზრდა, ხოლო 2023 წლს ნაკადის გაორმაგება.

„ 2019 წლამდე ტრენდული ადგილობრივი სასტუმროების გაკეთება იყო, რადგან ტურისტების უმეტესობა არაბრენდულ სასტუმროებში დარჩენას არჩევდა. სამწუხაროდ პანდემიამ ეს მიდგომა შეცვალა, ამ ეტაპზე ისევ ბრენდულმა სასტუმროებმა წამოიწია წინ, რადგან სტუმრები მეტად დაცულად გრძნობენ თავს. აღსანიშნავია, რომ „ჯინოს“ აკვაპარკის ტერიტორიაზე გახსნილი სასტუმრო 4- ვარსკვლავიანი იქნება, თუმცა მომსახურება - ხუთვარსკვლავიანი“ - აღნიშნა ალავერდაშვილმა.

ბაჰრეინის სასტუმრო სექტორის წამყვანმა წარმომადგენელმა Gulf hotels group-მა „ჯინო ჰოლდინგთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს 1-ლ აპრილს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც აკვაპარკსა და მასზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზე მმართველობა ბაჰრეინის საერთაშორისო კომპანიამ 10 წლით გადაიბარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები