საქართველო -ალბანეთს შორის შესაძლოა ახლო პერიოდში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდეს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი ტაბატაძე აცხადებს, ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
"ალბანეთი პერიოდულად, ზაფხულის პერიოდში აკეთებს ხოლმე თვენახევრიან უვიზო რეჟიმს ტურისტული მიზნებისთვის, მათ შორის საქართველო მოქალაქეებისთვის. მიდის მუშაობა, რომ სრული უვიზო რეჟიმი ჰქონდეს ჩვენს მოქალაქეებს, ვინაიდან ალბანეთის მოქალაქეების ჩვენთან უვიზოდ შემოდიან", - აცხადებს გიორგი ტაბატაძე.

























