მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ალბათობა, რომ ახალი რეგულაციები 15 ნოემბრიდან არ ამოქმედდეს, დიდია"

5beaa9ffea21f
BM.GE
13.11.18 14:39
846
ალბათობა იმისა, რომ „ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ“ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ახალი რეგულაციები 15 ნოემბრიდან არ ამოქმედდეს, დიდია, - ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა კახაბერ კიკნაველიძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც კიკნაველიძემ აღნიშნა, ბანკებს უნდა ჰქონდეთ გარკვეული პერიოდი დოკუმენტის ხელმოწერიდან, რეგულაციების ამოქმედებამდე, რომ ის სისტემაში დანერგონ.

„ჩვენი სურვილია დოკუმენტის ხელმოწერიდან იყოს გარკვეული პერიოდი, 2 კვირა იქნება თუ 1 თვე, რომელიც ბანკებს საშუალებას მისცემს, დანერგონ ის რეგულაციები თავიანთ სისტემებში, რომელიც შემოვა. 1-ელი იანვრიდან ამ რეგულაციების ამოქმედება უფრო ოპტიმალური იქნება. შენიშვნების და აზრების გაცვლა დღესაც მიმდინარეობს. საბოლოო დოკუმენტს არ ვიცნობ. ალბათობა იმისა, რომ ეს რეგულაციები 15 ნოემბრიდან არ ამოქმედდეს უფრო დიდია, ვიდრე, ამოქმედდეს ეს რეგულაციები. ამ ეტაპზე კონსულტაციები ისევ მიმდინარეობს.

ჯერჯერობით საკმაოდ რთულია ციფრების დონეზე შეფასება, რადგან არ ვიცით რეგულაციების დეტალები, მაგრამ ნათელია, რომ პორტფელის ზრდაზე ეს რეგულაციები გავლენას მოახდენს“, - განაცხადა კიკნაველიძემ.

„ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ“ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ახალი რეგულაციები პირველი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, ვადამ გადაიწია.

ეროვნული ბანკის რეგულაციების მიხედვით, ასევე იცვლება სესხების გაცემის ვადები.

სამუშაო დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რეგულაციებით, იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად - 15 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხზე - 10 წელი, სატრანსპორტო სესხის შემთხვევაში - 6 წელი, სხვა დანარჩენი სესხებისთვის კი მაქსიმალურ ვადად - 4 წელია განსაზღვრული.

ეს რეგულაცია კომერციული ბანკებისთვის სავარაუდოდ, მიმდინარე წელს, ხოლო სესხის გამცემი სხვა სუბიექტებისთვის 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.

ამასთან, რეგულაციების მიხედვით, თუ მსესხებლის/თანამსესხებლის გადამხდელუნარიანობის ანალიზი ჩატარებული არ არის, პირი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის მიღებას ვერ შეძლებს, თუ მსესხებელს/თანამსესხებელს ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება არ ექნება.

სამუშაო დოკუმენტის თანახმად, სესხის აღების შემთხვევში, ასევე სავალდებულო ხდება, რომ თანამსესხებელი მსესხებლის ოჯახის წევრი იყოს.

გარდა ამისა, სებ-ის გადაწყვეტილებით, წესდება ლიმიტები და კოეფიციენტები, ხელფასის რა ნაწილი უნდა მიემართოს ყოველთვიურად სესხის დასაფარად.

IPN

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები