მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალდაგი 2025 წლის მონაცემებით კორპორატიული დაზღვევის ბაზრის ლიდერია

სადაზღვევო კომპანია ალდაგი 2025 წლის საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, კორპორატიულ სექტორში ბაზრის ლიდერად რჩება. არსებული სტატისტიკა ადასტურებს, რომ კომპანიის წილი მთლიან კორპორატიულ ბაზარზე 32%-ს შეადგენს, რაც გასულ წელთან შედარებით ზრდის ტენდენციით ხასიათდება.

კომპანია ლიდერობას ინარჩუნებს კორპორატიული ქონების დაზღვევის სეგმენტში, სადაც მისი წილი 39%-ია. განსაკუთრებული ზრდის დინამიკა ფიქსირდება ტვირთების დაზღვევის კატეგორიაში, ამ შემთხვევაში საუბარია ბაზრის 35%-იან წილზე.

ანალოგიური სტაბილურობით გამოირჩევა პასუხისმგებლობისა და კორპორატიული ავტოდაზღვევის სეგმენტებიც, სადაც ალდაგის წილი, შესაბამისად, 36%-სა და 31%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ანაზღაურებას, 2025 წელს მომხმარებლებისთვის ჯამურად ანაზღაურებულმა ზარალმა 50 მილიონი ლარი შეადგინა. როგორია ბიზნესის და მომხმარებლის ცნობიერება დაზღვევასთან მიმართებით?

სტუმარი: თამარ ძნელაძე - "ალდაგის" კორპორატიული დაზღვევის დირექტორის მოადგილე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები