სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" ინფორმაციით, "ბავშვთა სამყაროს" ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალზე საუბარი ნაადრევია.
როგორც businesscontract.ge-ს სადაზღვევოში განუცხადეს, ცეცხლი „ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე სრულად ლიკვიდირებული ჯერ კიდევ არაა, შესაბამისად რაიმე რიცხვების დასახელება ამ დროისთვის შეუძლებელია.
სადაზღვევოში ადასტურებენ, რომ ქონება 6 მილიონ ლარად არის დაზღვეული.
შეგახსენებთ „ალდაგს“ დაზღვეული აქვს მხოლოდ „ბავშვთა სამყაროს“ შენობა. "ბავშვთა სამყაროს" ტერიტორია 13 ათასი კვადრატული მეტრი სრულად დაიწვა. სავაჭრო ცენტრი 1996 წელს შეიქმნა, მისი ძირითადი საქმიანობა არის საიჯარო მომსახურება. სააქციო საზოგადოების ქონება მოიცავს შენობას, მიწას, საოფისე ინვენტარს.

























