მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ალდაგი“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

5f7dad0e3253d
თამუნა ქემერტელიძე
07.10.20 16:00
1731
„ალდაგი“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ არ ეთანხმება კონკურენციის სააგენტოს შეფასებას, თითქოს მისი მხრიდან სამართლიანი კონკურენციის პრინციპი დაირღვა.

„სააგენტოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ სასამართლოში, რათა დავიცვათ ჩვენს საქმიანი რეპუტაცია, რომელსაც 30 წელია კომპანიაში არსებული მაღალი სტანდარტებით ვამყარებთ”, - აცხადებენ „ალდაგში“.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, საქმე ეხება „ალდაგის“ თანამშრომელსა და მის მეგობარს შორის პირად მიმოწერას, რომელიც გაურკვეველ ვითარებაში აღმოჩნდა კონკურენტ სადაზღვევოში, რის გამოც კომპანია „უნისონმა“ საქმის მოკვლევის თხოვნით კონკურენციის სააგენტოს მიმართა.

„გაერკვა რა მენეჯმენტი საქმის დეტალებში, მიიღო შესაბამისი დისციპლინური ზომები, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმოწერას არანაირი გავლენა არ ჰქონია კლიენტის გადაწყვეტილებაზე დაზღვევასთან დაკავშირებით, შესაბამისად ვიბრძოლებთ სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის,“ - აცხადებენ კომპანიაში.

თავად კლიენტი, კომპანია Caucasian Metals Terminal ადასტურებს, რომ მისი ინტერესის რაიმე ფორმით შელახვას ადგილი არ ჰქონია.

„ჩვენთვის მედიის საშუალებით ცნობილი გახდა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ მიერ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი, რასაც არ ვეთანხმებით, ვინაიდან ის მიმოწერა რომელიც საფუძვლად დაედო აღნიშნულ გადაწყვეტილებას წარმოდგენდა პირად მიმოწერას, ამასთან, როგორც არერთხელ განვუმარტეთ კონკურენციის სააგენტოს, ჩვენი როგორც მომხმარებლის ინტერესები ამ პირადი მიმოწერით არ შელახულა და შესაბამისად, მიგვაჩნია რომ მიღებული გადაწყვეტილება მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს,“ - აცხადებენ კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები