მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალდაგის სახლის დაზღვევას საჩუქრად მეამას აპარატი მოჰყვება

ალდაგის სახლის დაზღვევას საჩუქრად მეამას აპარატი მოჰყვება
28.03.24 16:12
85

სადაზღვევო კომპანია ალდაგში სახლის დაზღვევას საჩუქრები მოჰყვება. ალდაგისა და მეამას პარტნიორობის ფარგლებში, არსებული მომხმარებლები, რომლებიც ალდაგის ნებისმიერი პროდუქტით სარგებლობენ, სახლის დაზღვევის შეძენის შემთხვევაში, საჩუქრად მეამას ყავის აპარატს მიიღებენ.

ამერიკული ფორმატის ყავის აპარატით ის არსებული მომხმარებლები დასაჩუქრდებიან, რომლებიც ქონებას ალდაგში 27 აპრილის ჩათვლით დააზღვევენ.

„ალდაგის სახლის დაზღვევის პროდუქტი გამორჩეულია იმით, რომ მას ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი არ გააჩნია, რაც ნიშნავს, რომ სახლის სრულად დაზიანების შემთხვევაში მომხმარებელი სახლის საბაზრო ღირებულების შესაბამის თანხას სრულად მიიღებს. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ჩვენს მომხმარებლებს დაზღვევის საუკეთესო პირობები შევთავაზოთ, რომელსაც უამრავი საჩუქარი და უპირატესობა მოჰყვება, და დაზღვევას უფრო კომფორტულს ხდის“, – აცხადებენ ალდაგში.

მეამა სასმლის კაფსულებისა და აპარატების მწარმოებელი, გერმანული კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სასმლის დაგემოვნების ინოვაციურ გამოცდილებას სთავაზობს. ამერიკული აპარატით შესაძლებელია, მულტი ფორმატის, 30-მდე განსხვავებული არომატის მქონე კაფსულის მომზადება. ასორტიმენტს მალე ემატება ახალი გემოები და ამერიკული აპარატით ყველა მათგანის დაგემოვნება შესაძლებელი იქნება.

ალდაგის სახლის დაზღვევა ფარავს არა მხოლოდ რემონტის, არამედ კარკასისა და შიგთავსის დაზიანების ხარჯებსაც, რაც მომხმარებელს ეხმარება მოულოდნელი ფინანსური რისკებისგან თავი სრულად დაიცვას. ალდაგის სახლის სრული დაზღვევის ფარგლებში შესაძლებელია მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა და საიჯარო შემოსავლის დაზღვევაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები