მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალდაგის სამოგზაურო დაზღვევის მასშტაბური გათამაშება დასრულდა - პარიზის საგზურის მფლობელი გამოვლინდა

ალდაგის სამოგზაურო დაზღვევის მასშტაბური გათამაშება დასრულდა - პარიზის საგზურის მფლობელი გამოვლინდა
11.11.26 13:17
• 155

სადაზღვევო კომპანია ალდაგის სამოგზაურო დაზღვევის მასშტაბური გათამაშება ოფიციალურად დასრულდა და მთავარი პრიზის მფლობელი უკვე ცნობილია. გამარჯვებული ბათუმში მცხოვრები სულხან ბაკურაძე გახდა, რომელსაც პარიზის ორკაციანი საგზური გადაეცა და საფრანგეთის დედაქალაქში დეკემბერში გაემგზავრება.

კამპანიის ფარგლებში, ალდაგმა, გამარჯვებულს მოგზაურობა სრულად დაუფინანსა, რაც როგორც ორმხრივ ფრენას, ასევე, სასტუმროში განთავსების ხარჯებს სრულად მოიცავს.

გათამაშებაში ავტომატურად მონაწილეობდნენ მომხმარებლები, რომლებმაც სამოგზაურო დაზღვევა ონლაინ, onlinetravel.aldagi.ge -ზე შეიძინეს.

“ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ მომხმარებლებს საუკეთესო სადაზღვევო პირობებთან ერთად, ყოველთვის შევთავაზოთ დამატებითი ღირებულება. აღნიშნული გათამაშება, ზაფხულის სეზონზე, სამოგზაურო დაზღვევის ყველაზე მასშტაბური ბენეფიტი იყო და მოხარულები ვართ, რომ ჩვენს ერთგულ მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა, დაუვიწყარი დღეები გაატაროს პარიზში. ყოველთვის ვცდილობთ, რომ ალდაგთან ერთად მოგზაურობა, თითოეული მომხმარებლისთვის კიდევ უფრო კომფორტული, უსაფრთხო და სასიამოვნო სურპრიზებით სავსე იყოს,“ - აცხადებენ ალდაგში.

ალდაგი, მომხმარებლებს, რომლებიც სამოგზაურო დაზღვევას ონლაინ, onlinetravel.aldagi.ge -ზე შეიძენენ, განსაკუთრებულ პირობებსა და დამატებით უპირატესობებს კვლავ სთავაზობს. კამპანიის ფარგლებში, მოგზაურებს შესაძლებლობა აქვთ, გახდნენ JBL-ის პორტატული დინამიკების მფლობელები, ამასთანავე, საჩუქრად მიიღებენ როუმინგოს (Roamingo) 1GB სამოგზაურო ინტერნეტს, ნებისმიერ ახალ პაკეტზე დამატებითი 20%-იანი ფასდაკლებით, ხოლო ავტომობილის დაქირავების მსურველებისთვის, მსოფლიოს მასშტაბით, ხელმისაწვდომია Sixt-ის განსაკუთრებული პირობები.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები