მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ალდაგის“ სახლის დაზღვევა სრული დაფარვით

61e1329d65967
ვიქტორია მღებრიშვილი
14.01.22 12:28
648
მომხმარებელს დღეიდან შეუძლია ონლაინ შეიძინოს ალდაგის სახლის დაზღვევა, რომელიც სახლთან დაკავშირებულ ზარალს სრულად ანაზღაურებს.

ალდაგის დაზღვევა სახლის აღდგენის ხარჯებს სრულად ფარავს და სახლის იმ მდგომარეობაში დაბრუნებას უზრუნველყოფს, რომელიც დაზიანებამდე იყო. პროდუქტი თავისი დაფარვებით უნიკალურია, რადგან ანაზღაურებს თანხებს, რომლებიც სახლის როგორც კარკასის, ისე რემონტის და შიგთავსის აღსადგენადაა საჭირო.

უშუალოდ სახლის გარდა, მომხმარებელს შეუძლია დააზღვიოს ბინაში არსებული ავეჯი, ტექნიკა და ნივთები. ალდაგის სახლის დაზღვევა ისეთ რისკებს მოიცავს, როგორიცაა ხანძარი, აფეთქება, ქურდობა, ვანდალიზმი და ყველაზე გავრცელებული - დატბორვა ანუ სახლის წყლით დაზიანება.

პროდუქტი ასევე მოიცავს მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობას, რომელიც ფარავს მეზობლის სახლის აღდგენასაც, თუ ის მომხმარებლის მიზეზით დაზიანდა. ამ შემთხვევაში ანაზღაურდება ზარალი, რომელიც გამოიწვია წლის ჩასვლამ, ხანძარმა, ან აფეთქებამ.
ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა სახლის ღირებულების შესაბამისია. მომხმარებელს საშუალება აქვს სახლიდან გაუსვლელად შეიძინოს სახლის დაზღვევა ალდაგის ახალ პორტალზე https://property.aldagi.ge/. სახლის ონლაინ დაზღვევას რამდენიმე წუთი სჭირდება. იქვე ხდება ინდივიდუალური ფასის გამოთვლა და გადასახდელი თანხის დაანგარიშება.
„ამ პროდუქტით ვცდილობთ უნივერსალური დაფარვა შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს. ალდაგის სახლის დაზღვევა ე.წ. 360გრადუსიანი დაფარვებით გამოირჩევა და გულისხმობს მომხმარებლის მაქსიმალურად გათავისუფლებას შესაძლო გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან. ვთვლით, რომ უკონკურენტო შეთავაზება გვაქვს ბაზარზე და ამით ჩვენს მომხმარებელს ვუფრთხილდებით, რომ მაქსიმალურად იყვნენ დაცული,“- აცხადებენ ალდაგში.

(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები