მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალდაგის ტვირთის დაზღვევა - საჩუქრად ბენე ჯგუფის მომხმარებლებს

5fe5dff3f276a
BM.GE
25.12.20 16:47
858
სადაზღვევო კომპანია ალდაგსა და ბენე ჯგუფს შორის მიღწეული სტრატეგიული შეთანხმების ფარგლებში, ბენე ჯგუფის მომხმარებლები საჩუქრად ალდაგის ტვირთის დაზღვევას მიიღებენ.

დაზღვევა ტვირთის ღირებულების ანაზღაურებას გულისხმობს იმ შემთხვევაში, თუ გადაზიდვის დროს ტვირთი სრულად ან ნაწილობრივ დაზიანდა. ალდაგის დაზღვევით დაფარულია ყველა შესაძლო რისკი, მათ შორის ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, მაცივრის მწყობრიდან გამოსვლა, რომლის დროსაც შესაძლოა პროდუქცია დაზიანდეს. დაზღვევის შეთავაზებულ პაკეტში შედის იმ პასუხისმგებლობის დაზღვევაც, რომელიც ტვირთის დაზიანების შემთხვევაში კომპანიას შესაძლოა დაუდგეს თავისი კლიენტების წინაშე.

„ალდაგსა და ბენე ექსკლუზივს შორის პარტნიორობის ხანგრძლივი გამოცდილება არსებობს. ეს ურთიერთობა გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ რისკების სრულყოფილი დაზღვევა იმისათვის, რომ მათი ტვირთი იყოს მაქსიმალურად დაცული გაუთვალისწინებელი ფინანსური დანაკარგებისგან. ალდაგს ვენდობით, როგორც ლიდერ სადაზღვევო კომპანიას, როგორც რისკის მართვის, ისე ანაზღაურების სისწრაფისა და მოქნილობის კუთხით და მზად ვართ, ეს თანამშრომლობა ჩვენი კლიენტების სასარგებლოდ გავაგრძელოთ,“- განაცხადა ბენე ჯგუფის დამფუძნებელმა გიორგი გოგლიძემ.

„ალდაგი მრავალი წელია, რაც კომპანიებს ტვირთის დაზღვევის მიმართულებით ემსახურება. საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში დაზღვევა რისკის მართვის ერთ ერთი ყველაზე ეფექტური მექანიზმია. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა საშუალება, ბენე ჯგუფთან ერთად ვიზრუნოთ მათი მომხმარებლის ფინანსურ სტაბილურობასა და მდგრადობაზე,“- განაცხადა ალდაგის კორპორატიული დაზღვევის დირექტორმა, დავით ეჯიბიამ.

ბენე ჯგუფი საქართველოში წამყვანი ლოჯისტიკური კომპანიაა, რომელიც ბიზნესს სთავაზობს გადაზიდვებს, როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო-საჰაერო მიმართულებით. ბენე ჯგუფის სერვისი მოიცავს ტრანსპორტირების მთლიან ციკლს, რომელიც იწყება მარშრუტის შერჩევით და სრულდება A პუნქტიდან B პუნქტამდე ტვირთის მაქსიმალურად ეფექტური და უსაფრთხო მიწოდებით.

ალდაგი წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში. დღეისათვის ის ფლობს სადაზღვევო ბაზრის ყველაზე მსხვილ (28%) წილს, ხოლო ტვირთების დაზღვევაში ბაზრის 40% წილს. ალდაგს მხოლოდ 2020 წლის განმავლობაში კლიენტებისთვის 50 მლნ ლარამდე თანხა აქვს ანაზღაურებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები