„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პოლიტიკოს ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა ედება ბრალად. კერძოდ, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ალეკო ელისაშვილი გასული წლის ნოემბერში დააკავეს.

























