გასულ თვეს მსოფლიო კინემატოგრაფიამ ლეგენდარული ალენ დელონის სახით კიდევ ერთი დიდებული წარმომადგენელი დაკარგა. ქარიზმისა და ალბათ შარმის ეტალონი, ღირსებითა და ელეგანტურობით გამორჩეული ალენ დელონი მთელი ცხოვრების მანძილზე სარგებლობდა მედიისა და ურიცხვი მიმდევრების ყურადღებით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წარმატებულ სამსახიობო კარიერასთან ერთად ის სამეწარმეო უნარებითაც გამოირჩეოდა;