ალექსანდრე ბარამიძე თეა წულუკიანის მოადგილე ახალ მთავრობაში აღარ იქნება
ალექსანდრე ბარამიძე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეთანხმდა, რომ მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მუშაობას აღარ გააგრძელებს.
ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ, კანონმდებლობის თანახმად, მინისტრის მოადგილეები გათავისუფლებულები არიან, ხელახლა დასამტკიცებლად კი, იუსიტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ალექსანდრე ბარამიძის კანდიდატურა პრემიერს აღარ გადაეგზავნება.
შეგახსნებთ, რომ ალექსანდრე ბარამიძე 2012 წლის ოქტომბრიდან – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, 2013 წლის ნოემბრიდან კი მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.